The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე ვასილის ძე ხმალაძე

ივანე ვასილის ძე ხმალაძე
Date of birth:18??
Date of death:December, 1947
Category:Writer, Publicist, Public Figure

Biography

    ივანე ხმალაძის დაბადების თარიღი უცნობია.

    ივანე გახლდათ რევოლუციონერი, ბორჯომის რაიონის სოციალ-დემოკრატიული მებრძოლი ორგანიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, მეფის მთავრობისგან მუდამ დევნას განიცდიდა. მის ოჯახში თავს აფარებდნენ ცნობილი რევოლუციონერები, რის გამოც მის ოჯახს ხშირად აფორიაქებდნენ. სამწერლო ასპარეზზე სტალინის წაქეზებით გამოვიდა და 1900-იან წლებში გაზეთ "ახალ ცხოვრებაში" პუბლიკაციებს აქვეყნებდა.

    1909 წლიდან ივანე ხმალაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ახალციხის განყოფილების წევრი, ხოლო  1920 წლიდან საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   ივანე ხმალაძე იყო მესხეთ-ჯავახეთის სახალხო გვარდიის საოლქო შტაბის თავმჯდომარე.

   ივანე ხმალაძე გარდაიცვალა 1947 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ახალციხის განყოფილების წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი (1920-)

Share: