Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
გიორგი (გოგია) ვასილის ძე ხმალაძე
Biographyგიორგი ხმალაძე დაიბადა 1892 წლის 4 ნოემბერს ბორჯომში რევოლუციონერთა ოჯახში. 1905 წელს ბორჯომის სახელოსნო სასწავლებელი დაამთავრა, სადაც ქართველობისა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებულ ცრუმასწავლებელთ, სხვებთან ერთად, მუდამ კრიჭაში ედგა. გიორგი ხმალაძემ, გიგო გაბაშვილის რჩევით თბილისის ქანდაკებისა და მხატვრობის სკოლა ოსკარ შმერლინგის დირექტორობის დროს დაამთავრა. 1913 წლიდან სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა და თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: „თემი“, „საქართველო“ და „სახალხო საქმე“, სადაც კორესპონდენციებს წერდა, აქვეყნებდა ზოგადი ხასიათის და მხატვრობის შესახებ წერილებს. დაწერილი ჰქონდა გამოკვლევა სათაურით - „მასალები `ვეფხისტყაოსნის“ კვლევა-ძიებისათვის, მესხური დიალექტის საკითხი „ვეფხისტყაოსანში“ და „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის სხვადასხვა საკითხებზე. 1914 წელს, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების დავალებით, სერგი გორგაძის მითითებითა და ხელმძღვანელობით, სტაბაკონის (იმერეთი) ეკლესიის აღმშენებლის გერასიმე ჩხეტიძის სურათი გადმოიღო, რომელიც ეკლესიის კედელზეა დახატული. იმავე ხანებში პირადი ინიციატივით გადმოიღო ბორჯომის რაიონის სოფელ ტიმოთესუბნის მონასტერში დახატული 2 ფრესკა, ახალციხის საფარის მონასტრის 3 ფრესკა და სოფელ ჭულების მონასტრის აღმშენებელ ათაბაგთა დიდი ფრესკა. ყველა ეს ფრესკა დაცულია საქართველოს მუზეუმში. 1916 წლიდან ჩაბმული იყო პარტიულ-პოლიტიკურ მუშაობაში სოციალ-ფედერალისტების ორგანიზაციაში, როგორც პროპაგანდისტ-აგიტატორი. სხვებთან ერთად, მესხეთ-ჯავახეთში სოფლელ-სოფელ დადიოდა და ავტონომიის იდეების გასავრცელებლად პროპაგანდას ეწეოდა და ასრულებდა პარტიის სხვა დავალებებს. საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ პოლიტიკას ჩამოსცილდა. 1929 წელს, ხელისუფლების დავალებით, ვარძიის ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის უზარმაზარი ფრესკა გადმოიღო, რომელზედაც გამოსახულნი არიან ვარძიის აღმშენებელნი: გიორგი მეფე და თამარი. გიორგი ხმალაძის ყველა ფრესკა გამოფენილი იყო გერმანიის მსხვილ ცენტრებში ძველი ქართული ხელოვნების გამოფენაზე. ხელობით დურგალი გიორგი ხმალაძე, სიღარიბის გამო, მრავალი წლის განმავლობაში მღებავად მუშაობდა, შემდეგ შუშის ხელობაზე, წერდა აბრებს, ლოზუნგებს კედლის გაზეთებზე და რედაქციებისათვის იღებდა ფოტოსურათებს. გიორგი ხმალაძე გარდაიცვალა 1980 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |