The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დიმიტრი (ტიტიკო) კონსტანტინეს ძე ერისთავი

დიმიტრი (ტიტიკო) კონსტანტინეს ძე ერისთავი
Date of birth:9 February, 1859
Date of death:5 December, 1924  (at 65 years)
Burial location:ოზურგეთი, საკუთარი სახლის ეზო
Category:Medical Doctor, Writer, Public Figure

Biography

    დიმიტრი ერისთავი დაიბადა 1859 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლეში. საშუალო განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო და უმაღლესი განათლების მისაღებად კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1886 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.

    მწერლობა დიმიტრი ერისთავმა 1878 წელს დაიწყო. გაზეთ „დროებასა“ და „ივერიაში“ აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს და თარგმანებს. იგი თავის ნაწერებში ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებას და  საზოგადოებრივ უსამართლობას ეხებოდა.

    დიმიტრი ერისთავი მსახურობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოში, 6 წელი სოფელ ქსენონში და ბოლოს, 1900-1914 წლებში გახლდათ გურიის მაზრის ექიმი. იგი იყო პირველი, ვინც კვალიფიციურ ქირურგიულ დახმარებას უწევდა გურიის მოსახლეობას. მისი თაოსნობით ქალაქში გაიხსნა პირველი აფთიაქი.

    1910-იან წლებში ერისთავი ქალაქის საკრებულოს წევრი და ქალაქის თავი გახლდათ. 1914 წელს ქუთაისში გამართულ ერთ-ერთ მეჯლისზე, მან ხელი არ ჩამოართვა ქუთაისის გუბერნატორ სლავოჩინსკის, რის გამოც იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ჯერ რაჭაში, ხოლო შემდეგ შორაპნის მაზრაში გადაასახლეს და ერთი წლის შემდეგ დააბრუნეს ოზურგეთში.

    1916 წლიდან დიმიტრი ერისთავი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ოზურგეთის განყოფილების დაარსების ინიციატორი, მისი ნამდვილი წევრი და გამგეობის თავმჯდომარე.

    1916 წელს ერისთავმა საკუთარ სახლში მაზრაში პირველი საავადმყოფო გახსნა, რომელიც ერისთავის ეზოში 1979 წლამდე მოქმედებდა და სადაც შემდეგ ბავშვთა საავადმყოფო განთავსდა.

    1916-1917 წლებში, ექიმობასთან ერთად, ოზურგეთის მოურავის მოვალეობასაც ასრულებდა. რევოლუციის დროს არჩეული იქნა აღმასკომის თავმჯდომარედ, შემდეგ ოზურგეთის დემოკრატიული საბჭოს წევრ-თავმჯდომარედ და ბოლოს გახლდათ ოზურგეთის სამაზრო ერობის ხმოსანი.

     დიმიტრი ერისთავი გარდაიცვალა 1924 წელს და დაკრძალეს ოზურგეთში, საკუთარ ეზოში. აქვე არის გამოკრული მემორიალური დაფა წარწერით: „აქ, მის მიერ აგებულ საავადმყოფოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ოზურგეთის მაზრის ექიმი დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი, 1862-1924“

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Bibliography


Share: