The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



საფო მგელაძე

საფო მგელაძე
Legal name:სოფო იოსების ასული გიგინეიშვილი
Other name:გურული ქალი  (Pseudonym)
ეწერელი ქალი  (Pseudonym)
მუშა ქალი  (Pseudonym)
სანი  (Pseudonym)
Date of birth:1894
Date of death:1936  (at 42 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Writer, Poet

Biography

    საფო მგელაძე დაიბადა 1894 წელს გურიის სოფელ ჯურყვეთში. იოსებ გიგინეიშვილისა და ქრისტინე კანდელაკის ოჯახში. იგი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა სწავლისადმი დიდი ინტერესით. ხუთი წლისას წერა-კითხვა დედამ ასწავლა და ექვსი წლისა სოფლის ორკლასიან სამინისტრო სკოლაში მიიყვანეს, შემდეგ ქუთაისის ოთხკლასიან სასწავლებელში მიაბარეს. რვა წლისამ პირველი ლექსი დაწერა, მაგრამ მშობლებს სხვა გეგმები ჰქონდათ. ერთი შვილი ჰყავდათ და სახლიდან გასაშვებად არ ემეტებოდათ. სწავლის გაგრძელებას დედის ავადმყოფობამაც შეუშალა ხელი და საფო სოფელში დაბრუნდა.

   1908 წელს საფოს პირველი ლექსი „საქართველო“ ვალერიან გუნიას ალმანახ „საქართველოში“ დაიბეჭდა, ხოლო ორი ლექსი აკაკის იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალ „ფასკუნჯში“.

   საფოს ოჯახი სცხოვრებლად ოზურგეთში გადავიდა, სადაც საფო მის მომავალ მეუღლეს, ვლადიმერ მგელაძეს შეხვდა. საფოს ძალიან ტრაგიკული ბედი შეხვდა. ცოლად მიათხოვეს კაცს, რომელიც ასაკით მასზე საკმაოდ უფროსი იყო, მაგრამ ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მიზეზი საფოს სამწერლო და საზოგადოებრივი საქმიანობა შეიქნა.

    ქართული პრესის ფურცლებზე საფოს პირველი პუბლიკაციები გამოჩნდა. გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: „კავკასიონი“, „ჩვენი გზა“, „ტრიბუნა“, „კომუნისტი“, „ხმა ქართველი ქალისა“; ჟურნალებიდან: „ლიტერატურული საქართველო“, „პროლეტარული მწერლობა“, „ლომისი“, „ქართული მწერლობა“ და „მნათობი“.

   1922 წელს ოჯახი თბილისში გადასახლდა. საფოს წიგნები ამ დროს უკვე ცნობილი იყო, ის მწერალთა კავშირის წევრიც გახლდათ და ქალთა ჟურნალ „ჩვენი გზის“ თანამშრომელი იყო.

      1928-1935 წლებში საფო მგელაძის რომანები: „ლიანა ლორდია“, „ქარიშხლის ფრთებზე“, „გზა და გზა“, მოთხრობები და ლექსები დაიბეჭდა. საფომ პოეზიით დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია. საფოს პოეზია ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბევრი ლექსი სატრფიალო ლირიკის ჟანრს განეკუთვნება.

    თბილისში საფო მგელაძის სახლი, მთაწმინდის ძირში, ქართველი ხელოვანების თავშეყრის ადგილი იყო. აქ სტუმრობდნენ საფოს მეგობრები: ლადო ასათიანი, მარიჯანი, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი, ალიო მირცხულავა, ტიციანი, დარია ახვლედიანი, ანა ღვინიაშვილი და სხვები,  მაგრამ კატო მიქელაძე, გახლდათ მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი, რომელმაც იგი ქალის თავისუფლებისა და თანასწორობიანობის იდეებს აზიარა და დაუთმო ასპარეზი გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“. საფო განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალებს შორის. მისი ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. თანამედროვენი მას ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ.

   საფო მგელაძე, სრულიად ახალგაზრდა, 1936 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: