Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
მარიამ (მარო) დავითის ასული მდივანი![]()
Biographyმარო მდივანი დაიბადა 1885 წელს ზესტაფონში. დაამთავრა ზესტაფონის ნორმალური ორკლასიანი სასწავლებელი, ხოლო შემდეგ შინაური მასწავლებლის დახმარებით ოჯახში შეუდგა თვითგანვითარებას. 1899 წელს, ქუთაისის სცენაზე, ლადო მესხიშვილის დახმარებით გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო დავით ერისთავის სპექტაკლში „სამშობლო“. უკვე 1900 წელს, თბილისის სცენაზე, ვალერიან გუნიასა და კოტე მესხის ხელმძღვანელობით ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი-ჭკუისაგან“ ლიზას როლი ითამაშა და მას შემდეგ სცენას არ მოშორებია. მარო მდივანის როლები მრავალფეროვანი იყო. ერთნაირად ასრულებდა, როგორც კომიკურ, ასევე დრამატული ხასიათის როლებს. აღსანიშნავია მისი ქეთევანი „სამშობლოში“, რუქაია „ღალატში“, დეზდემონა „ოტელოში“, ოფელია „ჰამლეტში“ რეგანა „მეფე ლირში“, ამალია „ყაჩაღებში“ და სხვა როლები. იგი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის დრამატულ წრეებში: თბილისის ქართულ დრამაში, ჭიათურაში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, ხარაგოულში, სადაც მის გარდა სპექტაკლებში, მოყვარულ მსახიობებთან ერთად, ხშირად მონაწილეობდნენ ქართული სცენის სახელოვანი მსახიობები: შალვა დადიანი, ვასო ურუშაძე, გრიგოლ ჩარკვიანი, ვასო აბაშიძე, მაგრამ ძირითადად თბილისის სანაგიტაციის თეატრში მუშაობდა. ყველგან ცნობილი იყო, როგორც ბეჯითი, მუყაითი, იშვიათი სასცენო გარეგნობისა და ყოველი ნაკისრი როლის ნიჭიერი შემსრულებელი. 1915 წლიდან მარო მდივანი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1924 წელს, ქართულ სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, აჭარის სახკომსაბჭოს მონაწილეობით ბათუმის თაეტრში იუბილე გადაუხადეს და აჭარის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. მისი მეუღლე გახლდათ ცნობილი არტისტი ვასო ურუშაძე. მარიამ მდივანი გარდაიცვალა 1952 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |