The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მარიამ (მარო) დავითის ასული მდივანი

მარიამ (მარო) დავითის ასული მდივანი
Date of birth:7 March, 1885  (137 years)
Burial location:უცნობია
Category:Actor/Actress, Public Figure

Biography

    მარო მდივანი დაიბადა 1885 წელს ზესტაფონში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა ზესტაფონის ნორმალური ორკლასიანი სასწავლებელი, ხოლო შემდეგ შინაური მასწავლებლის დახმარებით ოჯახში შეუდგა თვითგანვითარებას.

   1899 წელს, ქუთაისის სცენაზე, ლადო მესხიშვილის დახმარებით გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო დავით ერისთავის სპექტაკლში „სამშობლო“. უკვე 1900 წელს, თბილისის სცენაზე, ვალერიან გუნიასა და კოტე მესხის ხელმძღვანელობით ა. გრიბოედოვის „ვაი-ჭკუისაგან“ ლიზას როლი ითამაშა და მას შემდეგ სცენას არ მოშორებია.

   მარო მდივანის როლები მრავალფეროვანი იყო. ერთნაირად ასრულებდა, როგორც კომიკურ, ასევე დრამატული ხასიათის როლებს. აღსანიშნავია მისი ქეთევანი „სამშობლოში“, რუქაია „ღალატში“, დეზდემონა „ოტელოში“, ოფელია „ჰამლეტში“ რეგანა „მეფე ლირში“, ამალია „ყაჩაღებში“ და სხვა როლები. იგი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის დრამატულ წრეებში: თბილისის ქართულ დრამაში, ჭიათურაში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, ხარაგოულში, სადაც მის გარდა სპექტაკლებში, მოყვარულ მსახიობებთან ერთად, ხშირად მონაწილეობდნენ ქართული სცენის სახელოვანი მსახიობები: შალვა დადიანი, ვასო ურუშაძე, გრიგოლ ჩარკვიანი, ვასო აბაშიძე, მაგრამ ძირითადად თბილისის სანაგიტაციის თეატრში მუშაობდა. ყველგან ცნობილი იყო, როგორც ბეჯითი, მუყაითი, იშვიათი სასცენო გარეგნობისა და ყოველი ნაკისრი როლის ნიჭიერი შემსრულებელი.

   1915 წლიდან მარო მდივანი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1924 წელს, ქართულ სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, აჭარის სახკომსაბჭოს მონაწილეობით ბათუმის თაეტრში იუბილე გადაუხადეს და აჭარის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. მისი მეუღლე გახლდათ ცნობილი არტისტი ვასო ურუშაძე.

მარიამ მდივანის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1924 - აჭარის რესპუბლიკის სახალხო არტისტი

Bibliography


Share: