The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



შალვა ფრიდონის ძე ცინცაძე

შალვა ფრიდონის ძე ცინცაძე
Date of birth:21 November, 1900
Date of death:14 September, 1937  (at 36 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Scientist, Educator, Chemist

Biography

   შალვა ცინცაძე დაიბადა 1900 წლის 21 ნოემბერს ქალაქ ლანჩხუთში.

   1917 წლიდან შალვა ცინცაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ლანჩხუთის განყოფილების ნამდვილი წევრი.

    1923 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და იქვე დაიწყო მუშაობა პროფესორ პეტრე მელიქიშვილის ხელმძღვანელობით.

   1924-1927 წლებში, პეტრე მელიქიშვილის ინიციატივითა და ხელისშეწყობით, მივლინებული იქნა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის აგრონომიული ქიმიისა და მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში აკადემიკოს დიმიტრი პრიანიშნიკოვთან. პარალელურად მეცნიერულ კვლევას აწარმოებდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური და ორგანული ქიმიის ლაბორატორიაში აკადემიკოს ზელინსკის ხელმძღვანელობით.

   1927-1930 წლებში გერმანიაში, ბერლინისა და ბრესლაუს უნივერსიტეტებში მოღვაწეობდა, სადაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე - „ფოსფორისა და დარიშხანის მჟავების კოლორიმეტრიული განსაზღვრის მეთოდი“, 1930-1933 წლებში პარიზი უნივერსიტეტში, 1930-1934 წლებში ლონდონის, ხოლო 1934-1935 წლებში ამერიკის სამეცნიერო დაწესებულებებში.

   1935 წელს შალვა ცინცაძე დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრაზე და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში ანალიზური ქიმიის განყოფილების გამგედ.

   1936 წლიდა ცინცაძე თბილისის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მუშაობდა და ამავე წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში აგროქიმიური კათედრა დააარსა.

   შალვა ცინცაძის შრომები ძირითადად ანალიზური ქიმიისა და აგროქიმიის საკითხებს ეხება.

   შალვა ცინცაძე 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. იგი 1937 წლის 14 სექტემბერს დახვრიტეს.

   1957 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე შალვა ცინცაძე რეაბილიტირებული იქნა.

Member of Organizations

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

Share: