The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თამარ არჩილის ასული ანდრონიკაშვილი

თამარ არჩილის ასული ანდრონიკაშვილი
Legal name:თამარ არჩილის ასული ჭავჭავაძე
Date of birth:1879
Date of death:1937  (at 58 years)
Burial location:თბილისი, კუკიის სასაფლაო
Category:Educator, Public Figure

Biography

    თამარ ჭავჭავაძე დაიბადა 1879 წელს წინანდალში, გენერალ-მაიორ არჩილ გულბაათის-ძე ჭავჭავაძისა  და მარიამ (მართა) მელიქიშვილის ოჯახში.

   ცოლად გაჰყვა შტაბს-როტმისტრ ირაკლი ივანეს-ძე ანდრონიკაშვილს და გათხოვების მერე ცხოვრობდა გურჯაანში. შეეძინათ ორი ქალიშვილი - რუსუდანი (1913-1949) და ეკატერინე (1921-1999).

   1917 წლიდან თამარ ჭავჭავაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    საქართველოს გასაბჭოების მერე, ოჯახს გურჯაანის სახლი ჩამოართვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ.

   თამარ ჭავჭავაძე ფრანგულ ენას ასწავლიდა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში და გახლდათ Классная Дама (კლასის დამრიგებელი). გასაბჭოების შემდეგ იგი განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სკოლას სახელი შეეცვალა და გახდა მე-7 შრომის სკოლა, დღევანდელი 47-ე საჯარო სკოლა.

   თამარ ჭავჭავაზე გარდაიცვალა 1937 წელს თბილისში და დაკრძალეს ვერის ძველ სასაფლაოზე, ხოლო სასაფლაოს პარკად გადაკეთების შემდეგ (კიროვის, დღევანდელი ვერის პარკი) მისმა დამ, რუსუდან ჭავჭავაძემ კუკიის სასაფლაოზე გადაასვენა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Share: