The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლევან გიორგის ძე ასათიანი

ლევან გიორგის ძე ასათიანი
Date of birth:3 April, 1887
Date of death:9 April, 1971  (at 84 years)
Category:Economist, Lawyer, Scientist

Biography

   ლევან ასათიანი დაიბადა 1887 წლის 3 აპრილს (ძვ.სტ. 20 მარტს) დეკანოზ გიორგი ასათიანისა და ეფემია ბურდულის ოჯახში.

    უმაღლესი განათლება მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ეკონომიკურ განყოფილებაზე მიიღო, რომელიც 1911 წელს დაამთავრა და 1922 წლამდე მოსკოვსა და თბილისში იურისტად მუშაობდა.

   1918 წელს თბილისის მაზრის ხმოსნად იქნა არჩეული.

   1919-1921 წლებში საქართველოს სენატის წევრი გახლდათ და მუშაობდა სამოქალაქო სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სენატორად. მოღვაწეობდა ეკონომიკის დარგში სხვადასხვა სამეურნეო ორგანიზაციაში.

   ლევან ასათიანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ეკონომიკაში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

   1942 წლიდან ასათიანი სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრაზე. აქვე დააარსა და ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ინფორმაციის მექანიზებული დამუშავების კათედრას. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება ეკონომიკის ინფორმაციის მანქანური დამუშავების საკითხებს. ასათიანმა შექმნა გამოთვლითი ცხრილები, შეადგინა სახელმძღვანელოები. ავტორია 4 გამოგონებისა, აქედან - „მოწყობილობას საანგარიშო გამოთვლებისათვის“ მიენიჭა სპეციალური პრემია.

  ლევან ასათიანი გარდაიცვალა 1971 წლის 9 მაისს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Share: