The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე

ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე
Date of birth:1874  (150 years)
Date of death:193?
Category:Educator, Religious leader

Biography

   ნიკიფორე ბარაბაძე დაიბადა 1874 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ საწულუკიძეოში გლეხის ოჯახში.

   1893 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

   1894-1896 წლებში მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

   1896-1898 წლებში კიწიის ორკლასიანი სკოლის უფროსი მასწავლებელი გახლდათ.

   1898-1900 წლებში მარტვილის ორკლასიან სასწავლებელში მუშაობდა.

   1900 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და მათხოჯის წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში განამწესა.

   1900-1904 წლებში მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე იყო.

   1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1904 წელს საწულუკიძეოს (ზედა ხონი) წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და ამავე წელს საწულუკიძეოს სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დანიშნეს.

   1909 წელს სკუფია უბოძეს.

   1915 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1916 წლიდან მამა ნიკიფორე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1918 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

   1922 წელს კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.

   1923 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა ხონის ცხრაწლედში და პედაგოგიურ ტექნიკუმში.

   1928 წელს ნიკიფორე ბარაბაძემ ქუთაისის მაზრის აღმასკომის საორგანიზაციო განყოფილებას წერილი გაუგზავნა, სადაც საარჩევნო ხმის უფლების აღდგენას სთხოვდა, რომელიც თავისივე დაუდევრობის გამო არ ჰქონდა მიღებული, თუმცა ყველა მოთხოვნა, რომელიც აუცილებელი იყო საარჩევნო ხმის მისაღებად ზედმიწევნით ჰქონდა შესრულებული: საცხოვრებელი სახლი, სამსახური, კრებებში მონაწილეობა და პროფკავშირის წევრობა.  მიუხედავად ამისა, ქუთაისის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა უარი უთხრა ხმის აღდგენაზე და ოქმში ასეთი მინაწერი გააკეთა: "ყოფილი მღვდელი მიწის გაყიდვას ეწევა და არა საზოგადოებრივ შრომას, უარი ეთქვას".

   ნიკიფორე ბარაბაძეს ჰყავდა მეუღლე ივდითი მათეს ასული და შვილები: ელისაბედი, თამარი, ლეონიდე, ვალერიანი,  მარიამი, კორნელი და იოსები.

   მამა ნიკიფორეს გარდაცვალების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, 1930-იან წლებში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Contacts Information

  • Home
    Address:სოფელი საწულუკიძეო - ნახახულევის თემი

Share: