Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
დავით ბართლომეს ძე ბახტაძე![]()
Biographyდავით ბახტაძე დაიბადა 1886 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და ჩააბარა სტავროპოლის სასულიერი სემინარიაში. 1913 წელს უსახსრობის გამო სწავლას თავი გაანება და საქართველოში დაბრუნდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის კალოუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში დაინიშნა. 1917 წლიდან მამა დავითი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. 1917 წელს, როგორც თბილისის ეკლესიების დელეგატი ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1924 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და კალოუბნის ეკლესიაში მედავითნის შტატში დატოვეს. მამა დავითს ჰყავდა მეუღლე ნინო და შვილები: ქეთევანი, თამარი, ვახტანგი. 1924 წლის 2 სექტემბერს აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით ჩეკისტებმა დახვრიტეს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |