The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნოე ზურაბის ძე ბოკუჩავა

ნოე ზურაბის ძე ბოკუჩავა
Other name:დარისპან სიმონია  (Pseudonym)
კოლია გვახარია  (Pseudonym)
Date of birth:25 June, 1870  (153 years)
Date of death:192?
Category:Politician, Political Leader, Public Figure

Biography

   ნოე ბოკუჩავა დაიბადა 1870 წლის 25 ივნისს აბაშის რაიონის სოფელ  ნოროხაში გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფლის სკოლა და ამის შემდეგ ხელი მიჰყო თვითგანათლებას.

    1888 წლიდან ბათუმის როტშილდის ნავთის საწარმო ქარხანაში მუშაობდა, 1890 წლიდან პროფესიონალური მოძრაობის აქტიური წევრი და ხელმძღვანელი იყო.

    1893 წელს გაფიცვის გამო დააპატიმრეს და გაასახლეს. იგი გახლდათ სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი.

    1897 წლიდან მუშათა კოოპერაციის აქტივისტი წევრი იყო, ხოლო 1900 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის აქტიური წევრი, ქარხნის სოციალ-დემოკრატიული კოლექტივის თავმჯდომარე და პროფკავშირის ორგანიზატორ-თავმჯდომარე.

    1902 წელს ნოე ბოკუჩავა ბათუმის დიდ გაფიცვას ხელმძღვანელობდა და მთავრობის ჯართან შეტაკების მონაწილეც იყო.

   1902 წლიდან, სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის დადგენილებით, აბაშასა და სოფელ ნოსირში სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცი შექმნა, ხოლო ბათუმში მოწინავე მეგრელი მუშების ჯგუფი სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის სახელმძღვანელოდ.

    1904 წელს სამეგრელოში სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა რევოლუციურ მოძრაობას, მოაწყო აბაშის რაიონის წითელი რაზმის ორგანიზაციები და შტაბი, რომლებსაც სხვებთან ერთად თავად ხელმძღვანელობდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

   1905 წელს თავისი რაზმით გარს შემოერტყა სენაკიდან მომავალ მატარებელს და პოლიტიკური ტუსაღები გაათავისუფლა. ამავე წლის მიწურულს აბაშის რაიონში ძველი მთავრობის მცველებს იარაღი აჰყარა და ყველგან თავისი რაზმელები ჩააყენა. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის მიერ დანგრეული ორგანიზაციები აღადგინა და წითელრაზმელებთან ერთად ბრძოლა განაგრძო.

    1906 წელს დააპატიმრეს და ასტრახანის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც გამოიქცა და ბაქოში სხვა  სახელ-გვარით დაიწყო მუშაობა. ბაქოში სამი წლის განმავლობაში მასთან ინახებოდა არალეგალური სტამბა და მონაწილეობდა საგაფიცვო კომიტეტში.

   1917 წლამდე არალეგალურ რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა. მეფის მთავრობამ აუკლო და გაუნადგურა ოჯახი და მის მოსაკლავად თანხაც დააწესა.

   1917 ნოე ბოკუჩავა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   ნოე ბოკუჩავა რევოლუციის შემდეგ კულტურულ-საზოგადოებრივ და საკოოპერაციო-სააღმშენებლო მუშაობაში ჩაება.

    ნოე ბოკუჩავას გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Bibliography


Share: