The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დარია ივანეს ასული ბერეჟიანი

დარია ივანეს ასული ბერეჟიანი
Date of birth:31 March, 1897
Date of death:13 May, 1983  (at 86 years)
Category:Medical Doctor

Biography

   დარია ბერეჟიანი დაიბადა 1897 წლის 31 მარტს (ძვ.სტ. 19 მარტი) ოზურგეთში მოსამსახურის ოჯახში.

   1913 წელს დაამთავრა ბათუმის ქალთა გიმნაზია და 1913-1914 წლებში მასწავლებლად მუშაობდა ოზურგეთის რაიონში.

   1914-1920 წლებში თბილისის საოლქო პალატაში მემანქანე-რემინგტონისტად მოეწყო და პარალელურად 1916 წლიდან სწავლობდა ქალთა უმაღლეს სამედიცინო კურსებზე.

   1918 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც 1923 წელს ექიმის წოდებით დაამთავრა და ქირურგიულ კლინიკაში პროფესორ ალექსანდრე მაჭავარიანთან მუშაობდა.

   1926-1930 წლებში დარია ბერეჟიანი სამეცნიერო მივლინებით ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი) იმყოფებოდა, სადაც აკადემიკოს არ. ჯანელიძის, შევკუნენკოსა და სპერანსკის ხელმძღვანელობით დისერტაციაზე მუშაობდა.

   1931-1936 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ კლინიკაში, პედიატრიულ ფაკულტეტზე, პროფესორმა ალექსანდრე წულუკიძემ ასისტენტად აიყვანა.

   1935 წელს სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა და იმავე წლის სექტემბერში დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ჭიაყელა ნაწლავის ინერვაცია და მისი ცვლილება ანთებადი პროცესების დროს“, რისთვისაც სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იგი გახდა პირველი ქალი მედიცინის დოქტორი და იმ პერიოდის პროფესურამ ამ დარგში ქალის გამოჩენა დიდ მოვლენად აღიარა.

   1937 წელს დარია ბერეჟიანს დოცენტის წოდება მიეკუთვნა და სამხედრო-საველე ქირურგიაში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენურ და პედიატრიულ ფაკულტეტებზე ლექციების ჩატარების უფლება მისცეს და იმავე წელს კიროვის სახელობის  სამხედრო-სამედიცინო აკადემიის სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრაზე მიავლინეს.

   1939-1940 წლებში სსრკ-ფინეთის ომის დროს სამხედრო-საველე ჰოსპიტალში, როგორც მოხალისე, მთავარ დოსტაქარად მუშაობდა.

    1941 წელს პროფესორად აირჩიეს და 1943 წლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის პროფესორი გახლდათ, ხოლო 1943 წლიდან ამავე ინსტიტუტის სან-ჰიგიენური და პედიატრიული ფაკულტეტების ფაკულტატური ქირურგიის კათედრის გამგე.

   დარია ბერეჟიანი სამამულო ომის დაწყებიდან თბილისის ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილების უფროსად, ხოლო 1943 წლიდან ამ ჰოსპიტალის კონსულტანტად მუშაობდა.

   დარია ბერეჟიანი გახლდათ პირველი ქალი მედიცინის დოქტორი და გარდა პროფესიული დამსახურებისა და ჯილდოებისა,  მიღებული ჰქონდა მრავალი სახელმწიფო ჯილდო.

   დარია ბერეჟიანი გარდაიცვალა 1983 წლის 13 ივნისს.

Member of Organizations

  • საქართველოს IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1946 - „დიდ სამამულო ომში 1941-1945 წლებში მამაცური შრომისათვის“
  • 1945 - „დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
  • 1945 - მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
  • 1941 - პროფესორი
  • 1940 - „წითელი ვარსკვლავის“ ორდენი
    თეთრფინელებთან ბრძოლის დროს ქარელიის უღელტეხილზე მუშაობისთვის
  • 1935 - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
  • „შრომის წითელი დროშის“ ორდენი
    საბჭოთა საქართველოს 25 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით

Share: