Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გიორგი დავითის ძე წულუკიძე (გენერალი)![]()
Biographyგიორგი წულუკიძე დაიბადა 1860 წლის 23 აპრილს. 1876 წელს ელისავეტგრადის (უკრაინა) სამხედრო პროგიმნაზია დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში, რომელიც 1880 წელს დაამთავრა და პრაპორშჩიკის ჩინი მიიღო, 1883 წელს პოდპორუჩიკი, ხოლო 1893 წელს შტაბს-კაპიტანი. გიორგი წულუკიძემ ოფიცერთა სკოლა დაამთავრა და 1900 წელს კაპიტნის ჩინი მიიღო, 1905 წელს პოდპოლკოვნიკი გახდა, ხოლო 1910 წელს პოლკოვნიკის ჩინი. 1912-1913 წლებში კავკასიის მსროლელთა მე-4 პოლკში მსახურობდა. გიორგი წულუკიძე გახლდათ 1914-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1915-1916 წლებში კავკასიის მსროლელთა მე-11 პოლკს მეთაურობდა. 1916-1917 წლებში მსროლელთა მე-5 დივიზიას მეთაურობდა. 1917-1918 წლებში 177-ე ქვეით და 67-ე მსროლელთა დივიზიას მეთაურობდა. 1918-1921 წლებში წულუკიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან ომის დროს ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორი გახლდათ და იქ მყოფი ქართული შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების უფროსი. სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს მოუწიათ ომის პირველ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლების წარმოება მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან. წულუკიძე იძულებული იყო უკან დაეხია და დეკემბრის ბოლოს, თავის შენაერთებთან ერთად, გენერალ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში შევიდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში გიორგი წულუკიძე ბათუმის ციხე-სიმაგრის უფროსი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში არ წავიდა და საქართველოში დარჩა. 1923 წლის თებერვალში გიორგი წულუკიძე დააპატიმრეს, როგორც იატაკქვეშა ორგანიზაცია „ სამხედრო ცენტრის“ მონაწილე და იმავე წლის 20 მაისს თბილისში, დღევანდელი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |