The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სილოვან გრიგოლის ძე გაბუნია

სილოვან  გრიგოლის ძე გაბუნია
Date of birth:1876
Date of death:1939  (at 63 years)
Category:Lawyer, Lawyer, Public Figure

Biography

   სილოვან გაბუნია დაიბადა 1876 წელს.

   ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1902 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პერიოდში იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც რამდენჯერმე სწავლის შეწყვეტაც მოუწია.

   სილოვან გაბუნია გახლდათ მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი და მისი მრავალი წამოწყების ინიციატორი და ორგანიზატორი. ალექსანდრე ხახანაშვილის იდეითა და გიორგი ჟორდანიას ინიციატივით, მოსკოვის უნივერსიტეტში სტუდენტთა მიერ დაარსებული იყო "ქართული კულტურის მოყვარულთა წრე", რომლის წესდების ავტორი და თავმჯდომარე გახლდათ თავად გიორგი ჟორდანია, ხოლო მისი მოადგილე სილოვან გაბუნია.

  1910 წელს სილოვან გაბუნიამ დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც იურისტად დაიწყო მუშაობა.

   1915 წლის 22 ნოემბერს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წლიურ კრებაზე სილოვან გაბუნიამ წინადადება წამოაყენა, რომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საბჭო საზოგადოებაში სექციის სახით უნდა შესულიყო და ჩაებარებინა მუზეუმების მართვა-გამგეობა.

   1916 წლიდან სილოვანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში.

   სილოვან გაბუნია გარდაიცვალა 1939 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-1917)

Bibliography


Share: