Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ალექსანდრა ალექსის ასული თარგამაძე![]()
Biographyალექსანდრა თარგამაძე დაიბადა 1875 წლის 21 ივნისს. 1885-1894 წლებში ორენბურგის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა. ალექსანდრა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ასწავლიდა რუსულ და გერმანულ ენებს. პედაგოგობდა ორენბურგში, ტაშკენტსა და ხონში. 1917 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი. ალექსანდრა თარგამაძეს მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული პედაგოგის ტიტული და იგი გახლდათ ვასილ თარგამაძის მეუღლე, რომელიც ასევე ამ საზოგადოების ხონის განყოფილების წევრი იყო და მეუღლესთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. ალექსანდრა თარგამაძე გარდაიცვალა 1953 წლის 13 თებერვალა და დაკრძალულია თბილისში. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |