Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ევსევი გიორგის ძე ლოსაბერიძე![]()
Biographyევსევი ლოსაბერიძე დაიბადა 1878 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეში. 1907 წელს იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად, ჭიათურაში საავადმყოფოს ექიმად და ქუთაისის მაზრის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ. ევსევი ლოსაბერიძე გახლდათ ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე და სამედიცინო ცოდნისა და სანიტარული განათლების აქტიური პოპულარიზატორი მთელ დასავლეთ საქართველოში. ევსევი ლოსაბერიძეს ხელი ჰქონდა მოწერილი 1907 წელს გამოქვეყნებულ „ქართველი ხალხის პეტიციაზე“, რომელიც ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაიგზავნა და რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკაში უორდროპების კოლექციაში იქნა აღმოჩენილი. 1914 წლიდან ევსევი ლოსაბერიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრი. ევსევი ლოსაბერიძე გარდაიცვალა 1934 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |