The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მელიტონ სოფრომის ძე კუხიანიძე

მელიტონ სოფრომის ძე კუხიანიძე
Date of birth:March, 1875
Date of death:1952  (at 76 years)
Category:Singer, Musician, Folklorist

Biography

   მელიტონ კუხიანიძე დაიბადა 1875 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ სოფელ მესხეთში სასულიერო პირის ოჯახში.

   1892 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და თერგის ოლქში სამასწავლებლო გამოცდა ჩააბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა და 1893 წლამდე მასწავლებლად მუშაობდა.

   1904-1906 წლებში პეტერბურგში მიიღო მუსიკალური განათლება სალოტბარო და მუსიკის მასწავლებლის განხრით. ამ პერიოდიდან შეუდგა სამუსიკო მოღვაწეობას. მუსიკას ასწავლიდა კავკავის სამასწავლებლო სემინარიაში, ინსტიტუტსა და სხვა სასწავლებლებში.

    1918 წლიდან ქუთაისში ახლად დაარსებულ სამუსიკო სასწავლებელში  მუშაობდა, ხოლო ორი წლის შემდეგ  ხონის საოსტატო სემინარიაში გადავიდა.

    1922 წელს, აჭარის მთავრობის დადგენილებით, ბათუმში მიიწვიეს  სამუსიკო სკოლის დასაარსებლად, მაგრამ რადგან ეს ვერ მოხერხდა, ადგილობრივ პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკისა და გალობის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

    1923 წელს მომღერალ-მგალობელთა საზოგადოებამ აჭარის სახელმწიფო აკადემიური სახალხო მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად მიიწვია, სადაც 1925 წლამდე სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა, ხოლო 1925 წლიდან ხელფასიც დაუნიშნეს. მელიტონი თავის საქმეს თავდაუზოგავად ემსახურებოდა.

    1927 წელს ქუთაისში გამართულ ხალხურ მომღერალთა პირველ შეჯიბრში მონაწილეობდა. მისი ხელმძღვანელობით, ამ გუნდმა მრავალი კონცერტი გამართა აჭარასა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ამათგან რამდენიმე სრულიად უფასოდ.

    1929 წელს, სრულიად საქართველოს მომღერალთა გუნდების პირველ ოლიმპიადა-შეჯიბრებაში, პირველი ჯილდო დაიმსახურა სიმღერების მხატვრული შესრულებისათვის. ამის შემდეგ, გაემგზავრა რუსეთის დიდ ქალაქებში კონცერტების გასამართავად, სადაც დიდი აღტაცება გამოიწვია.

   მელიტონ კუხიანიძის რეპერტუარში შედიოდა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები, ასევე ქართველი და უცხო კომპოზიტორების სამუსიკო ნაწარმოებები. სიმღერების გარდა, გუნდი ასრულებდა ხალხურ ეროვნულ ცეკვებსაც.

   მელიტონ კუხიანიძემ თავად დაამუშავა ქართული ხალხური სიმღერები: „სიყვარული არ იქნება ძალადა“, „პატარა საყვარელ“, „იავ-ნანა“ და სხვები. აგრეთვე შეადგინა „მუსიკის ელემენტარული თეორიის სახელმძღვანელო“.

   მელიტონ კუხიანიძე გარდაიცვალა 1952 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

Bibliography


Share: