The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არტემ იოსების ძე კერესელიძე

არტემ იოსების ძე კერესელიძე
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1861  (163 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   არტემ კერესელიძე დაიბადა 1861 წლის 18 ივნისს რაჭაში, სოფელ სადმელში სასულიერო პირის ოჯახში.

   არტემ კერესელიძემ გორის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

   1884 წლიდან ხაშურის ორკლასიან სამინისტრო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ხელთუბნის, სადმელის, გლოლის, ღების, წესისა და ბოლოს ისევ სადმელის სასწავლებლებში. ასწავლიდა გეომეტრიას, გეოგრაფიას, არითმეტიკას, რუსულ და ქართულ ენებს.

   1917 წლიდან არტემ კერესელიძე გხლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების წევრი.

    1925 წლიდან არტემ კერესელიძე პენსიაზე გავიდა და მისი შემდგომი ცხოვრება უცნობია. იგი გახლდათ ცნობილი საზოგადო მოღვაწის მათე კერესელიძის ძმა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: