Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
გიორგი ლაფანაშვილი![]()
Biographyგიორგი ლაფანაშვილი დაიბადა დუშეთის მაზრის სოფელ ჭოპორტში. 1917 წლიდან გიორგი ლაფანაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. 1922 წელს, გასაბჭოების შემდეგ, დუშეთის აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა, მერე – თბილისში გადმოიყვანეს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, საიდანაც თბილისის აღმასკომის განათლების ქვეგანყოფილების მომარაგების გამგედ გადაიყვანეს. 1926 წელს თბილისის მუშფაკი დაამთავრა. მხურვალე მონაწილეობას იღებდა 1918 წლის დუშეთის აჯანყებაში. 1927 წელს, მტკიცე ოპოზიციონერობის გამო, პარტიიდან გარიცხეს და სამსახურიდანაც დაითხოვეს. გიორგი ლაფანაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |