The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ლაფანაშვილი

გიორგი ლაფანაშვილი
Date of birth:18??
Category:Politician, Public Figure

Biography

   გიორგი ლაფანაშვილი დაიბადა დუშეთის მაზრის სოფელ ჭოპორტში.

   1917 წლიდან გიორგი ლაფანაშვილი გახლდათ  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი.

   1922 წელს, გასაბჭოების შემდეგ, დუშეთის აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა, მერე – თბილისში გადმოიყვანეს და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, საიდანაც თბილისის აღმასკომის განათლების ქვეგანყოფილების მომარაგების გამგედ გადაიყვანეს.

   1926 წელს თბილისის მუშფაკი დაამთავრა. მხურვალე მონაწილეობას იღებდა 1918 წლის დუშეთის აჯანყებაში.

   1927 წელს, მტკიცე ოპოზიციონერობის გამო, პარტიიდან გარიცხეს და სამსახურიდანაც დაითხოვეს.

   გიორგი ლაფანაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

Bibliography


Share: