შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
სვიმონ პილატეს ძე ჯუღელი![]()
ბიოგრაფიასიმონ ჯუღელი დაიბადა 1888 წელს ქუთაისის მაზრის (დღევანდელი ზესტაფონის რაიონი) სოფელ სვირში. 1907–1915 წლებში აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა სოხუმში, ხოლო შემდეგ თბილისში. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჯუღელის ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს აფთიაქების მუშაკთა პროფკავშირი, რომლის თავმჯდომარეც თავად გახლდათ. 1920 წელს აქტიური პარტიულ და პროფკავშირულ მუშაობას განაგრძობდა ვლადიკავკაზში. იქვე შექმნა მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი. ჯუღელი აირჩიეს „მედსანშრომის“ საოლქო პროფკავშირის თავმჯდომარედ და შეიყვანეს რკპ (ბ) ვლადიკავკაზის საოლქო კომიტეტში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყო. იგი იყო საკავშირო კპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის, საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტისა და თბილისის კომიტეტის, საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრი. სიმონ ჯუღელი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა 1935 წლის 14 აპრილს თბილისში და განსაკუთრებული პომპეზურობით მთაწმინდაზე დაკრძალეს. მისი ხსოვნის საპატივცემულოდ ზესტაფონს ჯუღელი დაერქვა, მაგრამ მოგვიანებით, იგი 1924 წლის აჯანყებულებთან კავშირში ამხილეს და მისი ცხედარი მთაწმინდიდან გადაასვენეს. 1935 წელსვე დახვრიტეს მისი მეუღლე ნინო საბახტარაშვილი, ნინოს მამა ანტონი და ძმა ვალერიანი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |