The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე (ვანო) იოსების ძე ჩოდრიშვილი

ივანე (ვანო) იოსების ძე ჩოდრიშვილი
დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 1934  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ხუდადოვის ძმათა სასაფლაო
კატეგორია:მუშა, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ივანე ჩოდრიშვილი დაიბადა 1866 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში. 12 წლისა თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ხელზე მოსამსახურედ მიაბარეს. სამი წლის შემდეგ, უფროსმა ძმამ მიხამ, ზეიცერის ქარხანაში მიაბარა, სადაც დურგლობა და წერა-კითხვა შეისწავლა.

   1878 წელს გაფიცვებში მონაწილეობის მიღების გამო სამსახურიდან დაითხოვეს და დღიურ სამუშაოზე დაიწყო მუშაობა.

   1885 წელს რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მოეწყო. 1890 წლიდან თელავში ყაზარმაში მუშაობდა, მაგრამ აქედანაც გაფიცვებში მონაწილეობისთვის დაითხოვეს.

    ივანე გახლდათ ზაქარია და მიხეილ ჩოდრიშვილების ძმა, ასე რომ იგი რევოლუციურ მოიძრაობაში პატარაობიდანვე იყო ჩართული. სოციალ-დემოკრატიული პარტიის განხეთქილების დღიდანვე უმრავლესობის ფრთაში იყო გაერთიანებული.  ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას, მონაწილეობდა საიდუმლო სტამბების მოწყობაში და მონაწილეობდა პარტიულ-საორგანიზაციო სამუშაოებში.

   1917 წლიდან ივანე ჩოდრიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების წევრი.

    ივანე ჩოდრიშვილი გარდაიცვალა 1934 წლის 4 იანვარს და დაკრძალე თბილისში ხუდადოვის ძმათა სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: