შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ალექსანდრე (სანდრო) იოსების ძე ჩოდრიშვილი![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე ჩოდრიშვილი დაიბადა 1865 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში. სანდრო ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მუშაობდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, ამზადებდა არალეგალური სტამბისთვის ხელსაწყოებს, მონაწილეობდა სტამბების კონსპირაციული ბინების მშენებლობაში, ავლაბრის არალეგალური სტამბის შენობის აგებაში. 1904-1906 წლებში სანდრო ჩოდრიშვილი ავლაბრის არალრგალურ სტამბაში მუშაობდა. 1905-1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისთვის ჩოდრიშვილი დააპატიმრეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში მუშაობდა. იგი გახლდათ ძველი ბოლშევიკების, მიხა, ზაქრო და ივანე ჩოდრიშვილების ძმა. სანდრო ჩოსრიშვილი გარდაიცვალა 1943 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |