Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
ალექსანდრე (სანდრო) გრიგოლის ძე მაისურაძე
Biographyალექსანდრე მაისურაძე დაიბადა 1884 წლის 15 აგვისტოს ქართლის სოფელ დგვრისში. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, მაგრამ მამის გარდაცვალების გამო სკოლას თავი დაანება და თბილისში ზეინკლად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში გადავიდა, საიდანაც, 1902 წელს, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, რის გამოც 1904 წელს სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც არასაიმედო პიროვნება. 1905 წელს, რევოლუციის დამარცხებისას ცხინვალის რაიონის გლეხებს შორის პროპაგანდისტულ მუშაობას ეწეოდა. 1908 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ერთლიანი პატიმრობის შემდეგ კატორღა მიუსაჯეს და ვოლოგდის გუბერნიაში 5 წლის ვადით გადაასახლეს. 1913 წელს გადასახლებიდან თბილისში დაბრუნდა და უფრო ენერგიულად შეუდგა პოლიტიკურ-რევოლუციურ და პარტიულ-კულტურულ მუშაობას. სხვადასხვა დროს ალექსანდრე მაისურაძე მუშაობდა წყალსადენის მუშათა პირველ პროფკავშირის თავმჯდომარედ, იყო თავის მიერ დაარსებული მომხმარებელი საზოგადოება „აღორძინების“, სახალხო უნივერსიტეტის ქართული სექციის, სოციალ-დემოკრატთა რაიონული კოლექტივების, პარტიის ქალაქის კომიტეტის, ყველა პოლიტიკურ-მებრძოლი ორგანიზაციის, მუშათა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის, „საზოგადოებრივი თავდაცვის კომიტეტის“, წითელი გვარდიის შტაბის წევრი და შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის სახალხო გვარდიის თავმჯდომარის ამხანაგი და საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (მენშევიკი). 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა და თბილისში სახალხო გვარდიის წინამორბედ „წითელი რაზმის“ შექმნაში მონაწილეობდა. იყო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი და ფაქტობრივი უფროსის, ვალიკო ჯუღელის მოადგილე. 1918 წელს ოსმალეთის, აფხაზეთისა და შავიზღვისპირეთის ფრონტებზე ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სომხეთთან ომში. ალექსანდრე მაისურაძე 1918 წლის 19 დეკემბერს დაიღუპა ეკატერინენფელდის (ბოლნისი) ბრძოლაში და დაკრძალულია ხუდადოდვის ტყეში ძმათა სასაფლაოზე. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |