The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლაზარე გიორგის ძე მაისურაძე

ლაზარე გიორგის ძე მაისურაძე
Other name:ლ. ხელოსანი   (Pseudonym)
Date of birth:1858
Date of death:6 September, 1921  (at 63 years)
Category:Writer, Publicist, Public Figure

Biography

    ლაზარე მაისურაძე დაიბადა 1858 წელს ქართლის სოფელ მეღვრეკისში გლეხის ოჯახში.  წერა-კითხვა თავად შეისწავლა და წიგნების კითხვას დაეწაფა.

    ლაზარე მაისურაძე ხალხოსნურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალგაზრდობიდანვე აქტიურად ჩაება და თავის სახელოსნოში, მუშა-ხელოსნებს მთავრობისა და საზოგადოებრივი უსამართლობის წინააღმდეგ აგიტაციას უტარებდა, რის გამოც მეფის მთავრობამ სახელოსნო დაუკეტა. რევოლუციური იდეებით გატაცებული, ჯარისკაცთა შორისაც მოურიდებელ პროპაგანდას ეწეოდა: მეფე უარყავით, იარაღი დაყარეთ, მღვდლებისა ნუ გჯერათ, ძმა ძმის წინააღმდეგ არ უნდა ვიბრძოდეთო და ა.შ.  რისთვისაც შეიპყრეს და კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ მეფის მემკვიდრის დაბადების გამო მანიფესტით სასჯელი შეუმცირდა და მხოლოდ  6 თვე იჯდა ციხეში.

    1890-იან წლებში სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა და მიხეილ მეტეხელთან ერთად მუშათა ხელნაწერ ჟურნალს გამოსცემდა. წერდა ლექსებს, წერილებს და მოთხრობებს, სადაც გლეხთა და მუშათა ყოფა-ცხოვრებას აღწერდა. ჟურნალ „კვალში“ აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. როგორც სცენისმოყვარე, სახალხო წარმოდგენების მართვაშიც ღებულობდა მონაწილეობას.

     1905 წლის რევოლუციური გამოსვლების დროს, თბილისში, ერთობის უბანში, ასისთავად იყო და უბნის მუშებს აიარაღებდა მეფის მთავრობის გამოსვლების წინააღმდეგ.

    ლაზარე მაისურაძე გარდაიცვალა 1921 წლის 6 სექტემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Bibliography


Share: