შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ეთერი თევდორეს ასული რაზიკაშვილი![]()
ბიოგრაფიაეთერ რაზიკაშვილი დაიბადა1898 წელს გორის მაზრის სოფელ ხელთუბანში თედო რაზიკაშვილისა და თინათინ იშხანაშვილის ოჯახში. ეთერ რაზიკაშვილი პროფესიით ფილოლოგი გახლდათ და 41 წლის განმავლობაში თბილისის რკინიგზის მე-15 საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობდა. ეთერ რაზიკაშვილი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა და ძირითადად რუსულენოვან მხატვრულ ლიტერატურას თარგმნიდა. რაზიკაშვილების დიდი ოჯახის შესახებ დაწერილი აქვს მოგონებები: " ცოტა რამ მამაჩემ-ბიძაჩემებზე" და "პოეტების ოჯახში". 1917 წლიდან ეთერ რაზიკაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. ეთერ რაზიკაშვილის მეუღლე გახლდათ შალვა ჭანკვეტაძე, რომელიც ადრე გარდაიცვალა და მათ შთამომავლობა არ დარჩენიათ. ეთერ რაზიკაშვილი გარდაიცვალა 1985 წელს და დაკრძალულია თბილისში, დიღმის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |