The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სანდრო პავლეს ძე რაზიკაშვილი

სანდრო პავლეს ძე რაზიკაშვილი
Legal name:ალექსანდრე პავლეს ძე რაზიკაშვილი
Date of birth:10 January, 1874
Date of death:1942  (at 67 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Public Figure

Biography

   სანდრო რაზიკაშვილი დაიბადა 1874 წელს ჩარგალში, ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლის პავლე რაზიკაშვილისა და გულქან ფხიკლეშვილის ოჯახში. მიუხედავად გაჭირვებისა და ხელმოკლეობისა, პავლე ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ შვილები სწორ გზაზე დაეყენებინა და მათთვის ჯეროვანი სასკოლო განათლება მიეცა. სანდრო რაზიკაშვილების ოჯახის უმცროსი შვილი იყო.

   1883-1894 წლებში სანდრო თელავში ცხოვრობდა და სწავლობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძმებმა - ვაჟამ, თედომ და ბაჩანამ უნცროსი ძმის აღზრდა-პატრონობა თავის მოვალეობად ჩათვალეს და ყველანაირად ეხმარებოდნენ.

   თელავის რეალური სასწავლებლის კურსის დასრულების შემდეგ, სანდრო ოთხი წელი, ხელთუბანში თედოსთან ცხოვრობდა და ძმას სოფლის საქმეებში ეხმარებოდა.

   1899 წელს სანდრომ აბასთუმანში ფოსტის მოხელედ დაიწყო მუშაობა. 1900 წელს თბილისის მთავარ ფოსტაში გადმოიყვანეს, იგი საბოლოოდ დამკვიდრდა დედაქალაქში და ოჯახსაც მოეკიდა. მისი მეუღლე გახლდათ ბარბარე (ბაბო) პეტრიაშვილი, რომელთანაც შვილი არ შეეძინა და ისინი ბაბოს დისშვილებს, ქეთევან და ნათელა ფურცელაძეებს ზრდიდნენ.

   1917 წლიდან სანდრო რაზიკაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   სანდრო, როგორც მიმოწერიდან არის ცნობილი, დაუზარებლად ასრულებდა სოფელში მცხოვრები ძმების ყველა თხოვნას, იქნებოდა ეს დედაქალაქში გამომცემლებთან ურთიერთობა, თუ სხვა სახის დახმარებები.

   სანდროს ოჯახის კარი მუდამ ღია იყო ახლობლებისა და სტუმრებისათვის. მლეთის ქუჩის N9-ში ხშირად იკრიბებოდნენ მისი ოჯახის წევრები, ნათესავები და საზოგადო მოღვაწეები. სანდრო რაზიკაშვილი იგონებდა: „მე რაკი თბილისში ვცხოვრობდი და აქა ვმსახურობდი, ჩემი ძმები სულ ჩემთან იყვნენ. ვაჟა ხომ ჩემი ხშირი სტუმარი იყო. ის მთელი ზამთრობით ჩამოვიდოდა თბილისში და სულ ჩემთან ცხოვრობდა. როდესაც თედო გაიგებდა ვაჟას ჩემთან ყოფნას, მაშინვე ისიც თბილისში გაჩნდებოდა. მოხდებოდა ისეც: ვაჟაც და ბაჩანაც ორივენი აქ დაჰხვდებოდა და მაშინ გენახათ მისი სიხარული.“

   სანდრო რაზიკაშვილი გარდაიცვალა 1942 წელს თბილისში და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

   1987 წელს მლეთის ქუჩაზე მდებარე ამ ისტორიულ შენობაში მუზეუმი გაიხსნა, მაგრამ სამწუხაროდ, 1995 წელს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩამოერთვა და სანდროს ბინა კერძო მფლობელის ხელში გადავიდა, საკუთრივ - ვახტანგ რაზიკაშვილის ქალიშვილის, თამარის ხელში, ხოლო იქ დაცული მემორიალური ნივთები გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, მლეთის ქუჩა N9

Share: