The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე (ვანო) გიორგის ძე საათაშვილი

ივანე (ვანო) გიორგის ძე საათაშვილი
Other name:ვ. ვან-სანიძე   (Pseudonym)
ვანო-გლეხი  (Pseudonym)
Date of birth:4 October, 1887
Date of death:1920  (at 32 years)
Category:Writer, Public Figure, Entertainer

Biography

   ივანე საათაშვილი დაიბადა 1887 წლის 4 ოქტომბერს დუშეთში გლეხის ოჯახში.

    ივანე საათაშვილი დუშეთის მაზრის გლეხებში რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. ექვსი წლის განმავლობაში, სოფლად სამსახურის დროს, ხალხში თვითცნობიერება პროპაგანდით, მწერლობითა და წარმოდგენების მართვით შეჰქონდა.

    საათაშვილი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ბრიესის სამმოქმედებიანი პიესა „დასჯილნი“, რომელიც 1913 წელს დაიბეჭდა კიდეც.

   ვანო საათაშვილი არალეგალური წიგნების გავრცელებისათვის მეფის რეჟიმის დროს რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული.

   საათაშვილი გახლდათ რწმენით „ალიონელი“, ეროვნული სოციალ-დემოკრატი, სამშობლო ქვეყნის დასაწინაურებლად საჭიროდთვლიდა სოფლიდან გამოსული და ქალაქში ნასწავლი ადამიანების სოფელში სამოღვაწეოდ დაბრუნებას, ხალხის გონებრივ-ზნეობრივ და სხეულებრივად გაღონიერებას.

   1915 წლიდან ივანე საათაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   ივანე საათაშვილი გარდაიცვალა 1920 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Bibliography


Share: