Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ქეთევან გიორგის ასული ჯავახიშვილი![]()
Biographyქეთევან ჯავახიშვილი დაიბადა 1872 წელს გორის მაზრის სოფელ ხოვლეში ხალხოსან მოღვაწეთა ოჯახში. წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა და ჯერ კიდევ ცხრა წლისა, გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდა და წიგნებს უკითხავდა. ქეთევანმა სოფელ ხოვლეში, თავისი დედის მიერ დაარსებული სკოლა დაამთვარა და სწავლა გააგრძელა გორის ქალთა პროგიმნაზიაში ნიკო ლომოურის ხელმძღვანელობით, რომელიც 1887 წელს დაამთავრა და ნიკო ლომოურისვე რჩევით მასწავლებლობას მიჰყო ხელი. 1887-1900 წლებში ქეთევანი სოფელ ხოვლეს სკოლაში ასწავლიდა. დღის პირველ ნახევარში ოთხი ჯგუფი ჰყავდა, ხოლო საღამოობით მოზრდილებსა და წერა-კითხვის უცოდინარ გლეხებს ამეცადინებდა. ქეთევანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა რევოლუციურ მოძრაობაში. მიუხედავად თავისი თავადური წარმოშობისა, მუდამ მუშებსა და გლეხებს ეხმარებოდა და მფარველობდა, იფარავდა დევნილ რევოლუციონერებს, შემწეობას აგზავნიდა სასამართლოსა თუ ციხეში, რის გამოც „სოციალისტკას“ სახელითაც მონათლეს და მისი მშობლების ოჯახსაც მეფის მთავრობა საკმაოდ ხშირად აწუხებდა. 1900-1925 წლებში გორში მასწავლებლობდა, ხოლო 1925-1930 წლებში ავჭალის განათლების სახალხო კომისარიატის ავადმყოფ ბავშვთა სახლში მოღვაწეობდა, რომლის შემდეგ დამსახურებისათვის პენსია დაენიშნა. ქეთევან ჯავახიშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |