Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
კონსტანტინე ივანეს ძე ამილახვარი![]()
Biographyკონსტანტინე ანილახვარი დაიბადა 1877 წელს თავად ივანე ამილახვარის მრავალსულიან ოჯახში. 1915 წლიდან კონსტანტინე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გორის განყოფილების წევრი. კონსტანტინე ამილახვარი პრაპორშჩიკი იყო და კასპის რკინიგზის სადგურის უფროსად მუშაობდა. მას ჰყავდა მეუღლე ნინო შერვაშიძე და ორი ვაჟი - შალვა და ლევანი. 1921 წელს თავადმა ამილახვრებმა ქართველ დიდგვაროვანთა ბედი გაიზიარეს. ჩამოართვეს მამულები და საგვარეულო ნივთები. მათი ქონების ნაწილი დაწვეს და გაანადგურეს, ხოლო მათი საგვარეულო სასახლე საშუალო სკოლად გადააკეთეს. ისინი ისჯებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავადიშვილები იყვნენ. 1924 წელს, კონსტანტინე ამილახვარი სამსახურიდან წაიყვანეს და ყოველგვარი გასამართლებისა და ბრალდების წაყენების გარეშე კასპის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვრიტეს. წინა დღეს გლეხებს გაუფრთხილებიათ კონსტანტინეს ოჯახი მოსალოდნელი უბედურების შესახებ, მაგრამ მათ მიმალვა ვერ მოასწრეს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |