|
შუშანა ამბროსის (ამბაკოს) ასული ქართველიშვილი
Date of birth: | 1891 |
Date of death: | 1961 (at 70 years) |
Burial location: | სამტრედია |
Category: | Educator |
Biography
შუშანა ქართველიშვილი დაიბადა 1891 წელს ქალაქ სამტრედიაში, მეწარმის, ამბაკო ქართველიშვილის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო და სწავლა თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე გააგრძელა, საისტორიო–ფილოლოგიური განხრით, რომელიც წარმატებით დაამთავრა.
შუშანა ქართველიშვილი სიცოცხლის ბოლომდე გახლდათ სამტრედიის რკინიგზის საშუალო სკოლის დირექტორი, სადაც ასწავლიდა ანტიკურ და შუა საუკუნეების ისტორიას.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
|