The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბესარიონ ონოფრეს ძე გელაშვილი

ბესარიონ ონოფრეს ძე გელაშვილი
Date of birth:26 May, 1875  (148 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

    ბესარიონ გელაშვილი დაიბადა 1875 წლის 26 მაისს გორის მაზრის სოფელ გომში მღვდლის ოჯახში.

    1892 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა სწავლა, სადაც მხოლოდ სამი კურსი დახურა.

    1900 წელს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაცალიგოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაამწესეს. 1901 წელს თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა და ამიერკავკასიის რკინიგიზის ეკლესიის მეორე მღვდლად დაადგინეს.

    1902 წელს დგვრისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ორი წლის შემდეგ ოსიაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.

    1909 წელს ბესარიონ გელაშვილი საგვერდულით დაჯილდოვდა და 1910 წელს სურამის კერძო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

   1912 წელს ოსიაურის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.

   1915 წელს შორაპნის რკინიგზის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

   1916 წელს სკუფია უბოძე, ხოლო 1917 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1921 წელს, კომუნისტების შემოსვლის შემდეგ, ანაფორა გაიხადა და ვაყის ოთხწლედის შრომის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1927 წელს მოქალაქეობრივ უფლებებში აღადგინეს, როგორც ანაფორა გახდილი სასულიერო პირი და უფლება მისცეს არჩევნებში მიეღო მონაწილეობა.

    ბესარიონ გელაშვილს ჰყავდა მეუღლე ნინო მიხეილის ასული და შვილები: ქეთევანი, ონოფრე, შალვა, თამარი და ზინაიდა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი (1912-)

Bibliography


Share: