The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაკელია

გრიგოლ კონსტანტინეს ძე აბაკელია
Date of birth:1880
Date of death:9 March, 1938  (at 58 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Lawyer, Interpreter, Repressed

Biography

   გრიგოლ აბაკელია დაიბადა 1880 წელს ქუთაისში.  იყო საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრი.

   1916 წლიდან გრიგოლ აბაკელია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი.

  1912 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის: ნ. ლუხმანოვის პიესა „სიკვდილი ნაპოლეონისა“, "ხალხის სიკეთე".

   გრიგოლ აბაკელია დააპატიმრეს ბრალდებით: პოლონეთის დაზვერვის აგენტი და ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას პოლონეთის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ. გაასამართლა შინსახკომის სამეულმა. 

   სასამართლო სხდომა ჩატარდა 1938 წლის 3 მარტს და მიუსაჯეს დახვრეტა ქონების კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი 9 მარტს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)

Share: