შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მარიამ ლუკას ასული რატიანი![]()
ბიოგრაფიამარიამ თათეშვილი დაიბადა 1883 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ პატარა გუბში. მამა, ლუკა თათეშვილი ხალხური მოლექსე ყოფილა და დროდადრო „ივერიის“ ფურცლებზე „გუბელის“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა. ამ დროს სოფელში სკოლა არ არსებობდა და პატარა მარიამს წერა-კითხვა თანასოფლელმა ილიკო ღოღობერიძემ შეასწავლა, რომელიც სწავლა მოწყურებულ ბავშვებს უანგაროდ ასწავლიდა. 1892 წელს მარიამი ქუთაისის ქალთა სასწავლებელში შეიყვანეს და აქ სწავლობდა მანამ, ვიდრე მამის სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო ოჯახი თბილისში არ გადმოვიდა. თბილისში ცხოვრებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა. ახალგაზრდა ქალი საფუძვლიანად ეუფლებოდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ჩაბმული იყო საზოგადოებრივ აქტივობებში. საზოგადოებაში საკუთარი თავის ძიებამ მარიამი ქართულ თეატრში მიიყვანა. როცა გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ ნახა, ისე მოიხიბლა სცენით, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო. მარიამს თავისი მიზნების მიღწევაში დიდი დახმარება გაუწია საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორმა მარიამ დემურიამ, რომელიც იმ პერიოდში „ავჭალის აუდიტორიას“ ხელმძღვანელობდა. მას მოეწონა კარგი გარეგნობის ახალგაზრდა ქალი და დასში ჩარიცხა, სადაც მისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. აქ იგი გაეცნო ქართული თეატრის კორიფეებს: ვასო აბაშიძეს, ნატო გაბუნიას, კოტე შათირიშვილს, იროდიონ ევდოშვილსა და სხვებს. მარიამის დებიუტი შედგა პიესაში „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“, სადაც მისი პარტნიორი თავად ვასო აბაშიძე გახლდათ. 1901 წელს მარიამ გარიყული ქუთაისის თეატრში მიიწვიეს, სადაც ამ დროს თეატრს ლადო მესხიშვილი ხელმძღვანელობდა. ქუთაისში მან სამი წელი დაჰყო და რამდენიმე სპექტაკლი ითამაშა. ლადო მესხიშვილის უშუალო ხელმძღვანელობითა და მისივე წაქეზებით მარიამი ლიტერატურულ საქმიანობასაც ჰკიდებს ხელს. ილიას, აკაკის, ნინოშვილისა და სხვათა ნაწარმოებებს პიესებად აკეთებს, წერს საკუთარ ესკიზებსა და პატარ-პატარა მოთხრობებს. 1912 წელს „საქართველოს მოამბეში“ დაიბეჭდა მისი მოთხრობა „სარდაფში“. 1904 წელს მარიამ გარიყული თბილისში ბრუნდება და სახალხო თეატრის სცენაზე იწყებს მუშაობას. მისი დებიუტი 1905 წლის რევოლუციის დღეებს დაემთხვა. დაიბეჭდა მისი მოთხრობები, რომელთაც მაშინვე მიიქციეს მკითხველის ყურადღება. 1907 წელს ცალკე წიგნად დაიბეჭდა მისი მოთხრობები. მარიამი დიდად ემადლიერებოდა შალვა დადიანს, რომელმაც ახალბედა მწერალს მიმართულება მისცა და ურჩია ქალთა ემანსიპაციის საკითხს შეხებოდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სათეატრო მოძრაობა ფართოდ გაიშალა. ამ დროს მარიამი ოჯახთან ერთად გორში ცხოვრობდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მუშათა ახლად ჩამოყალიბებული თეატრის მოწყობაში. მარიამ გარიყულს მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის მეგობარ მწერლებთან, რომელთა შორისაც იყვნენ: შალვა დადიანი, სანდრო შანშიაშვილი, ნიკო ნაკაშიძე, გალაკტიონი, ლეო ქიაჩელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია აღლაძე, გოგლა ლეონიძე, იოსებ იმედაშვილი და სხვები. მან დაწერა მემუარები, მოგონებათა წიგნი „განვლილი გზა“, რომელიც სავსეა გამოჩენილი მწერლების, პოეტებისა თუ საზოგადო მოღვაწეების ლიტერატურული პორტრეტებით. მარიამ გარიყული გარდაიცვალა 1960 წლის 9 თებერვალს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |