შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ილია ნიკურაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა 1870 წელს, სამტრედიაში. დაქორწინდა ადრეულ ასაკში. პირველ მეუღლესთან, ელისაბეთ გეგიასთან, შეეძინა 6 შვილი : სილოვანი, ალექსანდრე, ივანე, პავლე, ლიდა და ლუბა. 26 წლის ასაკში დაქვრივდა. მეორე მეუღლესთან, ნიფადორა გიორგაძესთან კიდევ სამი შვილი : ფროლენა, ქეთევანი და შოთა შეეძინა. ილია ნიკურაძე იყო მეწარმე, ამრავლებდა აბრეშუმის ჭიას და ამზადებდა აბრეშუმის ძაფს. პროდუქციის დიდი ნაწილი კი გაჰქონდა ევროპაში. გარდა ამისა, დამთავრებული ჰქონდა იურის (დღევანდელი ტარტუს) უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი და მუშაობდა სამტრედიის რკინიგზის დეპოს უფროსად. ფლობდა რამოდენიმე ენას. აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო მეცენატი და ქველმოქმედი. დააპატიმრეს 1937 წლის 1 ოქტომბერს და რამდენიმე დღეში დახვრიტეს. ლანა ჩაბრავა ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |