The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დომენტი ბესარიონის ძე შანიძე

დომენტი ბესარიონის ძე შანიძე
Legal name:დომენტი ბესარიონის ძე შონიძე
Date of birth:12 November, 1880  (143 years)
Burial location:სამტრედია
Category:Musician, Public Figure

Biography

   დომენტი შანიძე დაიბადა 1880 წელს სამტრედიაში ღარიბი გლეხის ბესარიონ შანიძის ოჯახში.

   1901 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც მუსიკა შეისწავლა. 1905-1906 წლებში თავისი ნება-სურვილით ჩამოშორდა სამხედრო სამსახურს და თავი სოფელს შეაფარა.

   1907 წელს სამტრედიის დეპოს სასულე ორკესტრს ხელმძღვანელობდა, საიდანაც ჯაშუშის მკვლელობის გამო დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გაამწესეს, ხოლო შემდეგ ასტრახანში გადაასახლეს, საიდანაც 1913 წელს გათავისუფლდა.

   1923 წელს დომენტი შანიძემ სამტრედიაში მუსიკალური სასწავლებელი გახსნა, რომელიც 1932 წლიდან მუსიკალურ-პედაგოგიურ ტექნიკუმად გადაკეთდა.

   1916 წლიდან დომენტი შანიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი. იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. ბევრი ახალგაზრდა აღზარდა, მათ შორის თავისი ოთხი შვილი, რომლებმაც ძმათა შანიძეთა კვარტეტის სახელით მოსკოვის კონსერვატორია დაამთავრეს და ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს, მუსიკალური მომსახურეობის მიზნით, უფასო კონცერტებს მართავდნენ სკოლებში, ყოფილ  ეკლესიებში და ღია ცის ქვეშ სათანადო განმარტება-საუბრებით მუსიკისა და სამუსიკო ინსტრუმენტების შესახებ. კონცერტებს მართავდნენ როგორც კოლმეურნეთა და მოსწავლეთათვის, ასევე ჯარის ნაწილებისა და მუშებისთვის და მათგან  დიდ მადლობასაც იმსახურებდნენ.

   1937 წელს დომენტი შანიძეს სამტრედიაში მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავი საღამო გაუმართეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: