შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ნესტორ სვიმონის ძე თოლორაია![]()
ბიოგრაფიანესტორ თოლორაია დაიბადა 1872 წელს აფხაზეთის სოფელ ჩხორთელში მღვდლის ოჯახში. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1896 წელს ილორის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. შემდეგ წლებში მუშაობდა სხვა სკოლებშიც. 1905 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჩიჩაგოვი) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ჩხორთელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1905 წელს ჩხორთოლის პირველი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1906 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1909 წელს მკერდზე სატარებელი წმინდა ალექსანდრესა და ვლადიმერის ორმაგი ლენტიანი ვერცხლის მედალი უბოძეს. 1912 წელს ჩხორთოლის მეორე სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1916 წლიდან მამა ნესტორი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. მამა ნესტორს ჰყავდა მეუღლე მარიამ მიხეილის ასული და შვილები: გრიგოლი, ვლადიმერი, რაჟდენი და არსენი. მამა ნესტორის გარდაცვალების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ 1910-იან წლების ბოლოს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |