The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოანე რაჟდენის ძე კვარაცხელია

იოანე რაჟდენის ძე კვარაცხელია
Date of birth:2 February, 1856  (169 years)
Date of death:191?
Category:Religious leader

Biography

   იოანე კვარაცხელია დაიბადა 1856 წლის 2 თებერვალს კეთილშობილ ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა.

   1878 წელს ზუგდიდ-ჯუმის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

   1890 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა.

   1893 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა აგათოდორემ (პრეობრაჟენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ოქუმის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის უშტატო მღვდლად განამწესა.

   1897 წელს ნაჭკადაოს ამაღლების ტაძარში შტატიან მღვდლად დაინიშნა და იმავე წელს გუდავის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1898 წელს ამავე ეკლესიასთან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა.

   1901 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1905 წელს სკუფია უბოძეს. 

   1916 წლიდან მამა იოანე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   მამა იოანეს ცხოვრების შემდეგი წლები უცნობია.


Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)

Share: