The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სერაპიონ იოანეს ძე მიხელიძე

სერაპიონ იოანეს ძე მიხელიძე
Date of birth:1871  (153 years)
Date of death:191?
Category:Religious leader

Biography

   სერაპიონ მიხელიძე დაიბადა 1871 წელს მედავითნის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.

   1890 წელს სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.

   1901 წელს სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს და ოთხარის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში დაინიშნა.

   1904 წელს გუდაუთის სოფელ აჭანდარაში აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა და ამავე წელს მუგუძირხვის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

   1905 წელსს სოხუმის ეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჩიჩაგოვი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ცხირის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დანიშნა.

   1908 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1909 წელს მკერდზე სატარებელი წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ვერცხლის მედალი უბოძეს.

   1910 წელს სოფელ წარჩეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში განამწესეს და ამავე ეკლესიასთან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.

   1910 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

   1913 წელს სკუფია უბოძეს.

   1916 წლიდან მღვდელი სერაპიონ მიხელაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   მღვდელი სერაპიონის შემდგომი ბედი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)

Awards and Honors

  • 1909 - მკერდზე სატარებელი წმინდა ვლადიმერის ლენტიანი ვერცხლის მედალი

Bibliography


Share: