The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლუკა ბესარიონის ძე ობოლაძე (მღვდელი)

ლუკა ბესარიონის ძე ობოლაძე
Date of birth:18??
Date of death:1925
Category:Religious leader

Biography

    ლუკა ობოლაძე დაიბადა ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში.

   სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობდა ჯერ სოხუმში, შემდეგ კი გალის რაიონში, სოფელ ნაბაკევის მარდიანის ეკლესიის ეპისკოპოსად.

   1916 წლიდან მამა ლუკა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილების წევრი.

   ლუკა ობოლაძე ბოლომდე ცხოვრობდა და მსახურობდა ამავე სოფელში და გარდაიცვალა 1925 წელს. ჰყავდა მეუღლე და ხუთი შვილი: ლეონტი, ანეტა, ფედოსი, პავლე და ვანო. ლეონტი მამის სიკვდილის შემდეგ 2 თვე მუშაობდა ნაბაკევის მარდიანის ეკლესიის მღვდლად. გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა ნაბაკევის საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და იმსახურა 50 წელი. იგი გახლდათ აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებელი. ანეტა და ფედოსი ობოლაძეები ცხოვრობდნენ ქუთაისში. იყვნენ მასწავლებლები. პავლე გახლდათ აფხაზეთის დამსახურებული ექიმი და მუშაობდა ნაბაკევში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)

Bibliography


Share: