Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ხარიტონ ფახურიას ძე შელია![]()
Biographyხარიტონ შელია დაიბადა 1878 წელს აფხაზეთის სოფელ ოქუმში გლეხის ოჯახში. დაამთავრა საქალაქო ექვსკლასიანი საერო სასწავლებელი. ჩააბარა გამოცდები და მიიღო პედაგოგის დიპლომი. 1898-1901 წლებში გუდავის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მუშაობდა. 1901 წელს ოქუმის ორკლასიანი კავაკსიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლაში გადაიყვანეს, სადაც 1908 წლამდე მოღვაწეობდა. თავადაც ამ საზოგადოების წევრი გახლდათ. 1908 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (სპეროვსკი) დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და პირველი ოქუმის ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დანიშნა. 1908 წელს ოქუმის ორკლასიანი სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1916 წლიდან ხარიტონ შელია "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილების წევრი გახლდათ. 1917 წელს, როგორც სამურზაყანოს ოლქის დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს სამოციქული მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 1929 წელს იგი მოქმედი მღვდელია, მაგრამ 1930 წლიდან უკვე აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. ხარიტონ შელიას ჰყავდა მეუღლე ივლიტა და შვილები: იოანე, კონსტანტინე, ტერენტი, ვახტანგი და შოთა. მღვდელი ხარიტონი გარდაიცვალა 1939 წელს და დაკრძალულია აფხაზეთში, სოფელ ოქუმის ეკლესიის ეზოში საოჯახო აკლდამაში. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |