The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივლიტა გახუს ასული შელია

ივლიტა გახუს ასული შელია
Legal name:ივლიტა გახუს ასული ჭანტურია
Date of birth:1888
Date of death:1923  (at 35 years)
Burial location:ოქუმი, ეკლესიის ეზოში, საოჯახო აკლდამაში
Category:Public Figure

Biography

  ივლიტა ჭანტურია-შელია დაიბადა 1888 წელს გალში. ჭანტურიების ოჯახი ცნობილი ყოფილა მთელს სამურზაყანოში.

  1900-იან წლებში ივლიტა ჭანტურიამ გაიცნო გუდავის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელი ხარიტონ შელია და ცოლად გაჰყვა. ჰყავდათ 5 შვილი: იოანე, კონსტანტინე, ტერენტი, ვახტანგი და შოთა.

   ივლიტა შელია 1916 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. იგი გვერდით ედგა მეუღლეს და შვილების გაზრდის პარალელურად, მას ყველა საქმიანობაში ხელს უწყობდა, იქნებოდა ეს საერო-საზოგადოებრივი თუ საეკლესიო-სასულიერო.

   ივლიტა შელია გარდაიცვალა 1923 წელს და დაკრძალულია ოქუმის ეკლესიის ეზოში, საოჯახო აკლდამაში მეუღლის გვერდით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)

Share: