The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დიმიტრი სერგის ძე მგელაძე

დიმიტრი სერგის ძე მგელაძე
Date of birth:26 December, 1891
Date of death:21 August, 1979  (at 87 years)
Category:Scientist, Explorer, Educator, Politician

Biography

   დიმიტრი მგელაძე დაიბადა 1891 წელს გურიაში, სოფელ აკეთში.

   1914 წელს დაამთავრა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი სლავურ-რუსულის განხრით და 1918 წლამდე ამ უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი იყო ივანე ჯავახიშვილისა და პეტრე მელიქიშვილის თანამოაზრე და გუნდის წევრი.

   1920-1921 წლებში დიმიტრი მგელაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. 1921 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, თბილისში სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობა გააგრძელა.

   1938-1975 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რუსული ენის კათედრის გამგე და კითხულობდა თანამედროვე რუსული ენის, რუსული ენის დიალექტოლოგიის, ძველი სლავური ენის, სლავური და ინდოევროპული ენების შედარებითი გრამატიკის კურსებს.

  განსაკუთრებით დიდია დიმიტრი მგელაძის ღვაწლი რუსული ენის სწავლების მეთოდიკაში. იგი სამართლიანად ითვლება ქართული ენათმეცნიერული სკოლის, რუსისტიკისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველსლავური ენების კათედრის დამაარსებლად. ავტორია და გამოქვეყნებული აქვს მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომები და მეთოდოლოგიური ლიტერატურა.

   დიმიტრი მგელაძე გარდაიცვალა 1979 წლის 21 აგვისტოს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1972 - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

Share: