The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით ოქროპირის ძე ქემოკლიძე

დავით ოქროპირის ძე ქემოკლიძე
დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1918  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   დავით ქემოკლიძე დაიბადა 1894 წელს.

   1916 წელს თბილისის დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძის სახელობის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

   დავით ქემოკლიძე გახლდათ სასაზღვრო დაცვის ცალკეული კორპუსის მე-5 კავკასიური სასაზღვრო ქვეითი პოლკის უმცროსი ოფიცერი. იგი მონაწილეობას ღებულობდა პირველი მსოფლიო ომის საომარ მოქმედებებში.

   1916 წლიდან დავით ქემოკლიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   დავით ქემოკლიძე გარდაიცვალა 1918 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1916-)

გააზიარე: