Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ანასტასია (ტასო) ალექსანდრეს ასული მაჩაბელი![]()
Biographyანასტასია ბაგრატიონ-დავითიშვილი დაიბადა 1869 წელს ქართლის სოფელ ფცაში. დაამთავრა თბილისის ქალთა ინსტიტუტი. იგი გახლდათ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლის, გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილის და, და დაქორწინებული იყო მწერალსა და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელზე. ანასტასია დიდად განსწავლული ქალი ყოფილა და ამასთანავე ქართული კულტურის დიდი მოამაგე. მხურვალე მონაწილეობას იღებდა ყველა ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, იქნებოდა ეს სახალხო სახლში, დრამატულ საზოგადოებებში თუ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. ხელს უწყობდა ქართული თეატრის განვითარებას. იგი ყველაფერს მშობელი ერის აღორძინებისა და წარმატებისთვის აკეთებდა. წოდებითა და სულით არისტოკრატი ქალბატონი, შეგნებით და საქმიანობით დემოკრატი გახლდათ და მუდამ მოკრძალებული, სრულიად უსასყიდლოდ აკეთებდა კეთილ საქმეებს, ბევრგან კი თავისას ხარჯავდა. ანასტასიამ, მეუღლის გაუჩინარების შემდეგ, გამოსაცემად მოამზადა ივანე მაჩაბელის ნაშრომები და შექსპირის ქათული თარგმანები. 1916-1919 წლებში ანასტასია მაჩაბელი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების თავმჯდომარე. ანასტასია მაჩაბელი გარდაიცვალა 1917 წელს აბასთუმანში. იმ დროინდელი პრესა წერდა: „ან. მაჩაბლის გარდაცვალების გამო ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირის საბჭომ თავის სხდომაზე 4 აგვისტოს 1917 წ. განიხილა აწ განსვენებულ ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის დიდი ღვაწლი ქართულ თეატრისადმი და მისი დაუღალავი ზრუნვა ქართველ მსახიობის ნივთიერ და სულიერ გაუმჯობესებისათვის და დაადგინა: პირველ პენსიას, რომელსაც მსახიობთა კავშირი დაუნიშნავს რომელიმე მსახიობს, დაერქვას ანასტასია ალექსანდრეს ასულის მაჩაბლის სახელობის პენსია, ხოლო გვირგვინის ნაცვლად 25 მანეთი გადაეცეს ქართულ გიმნაზიასთან არსებულ უფასო სასადილოს გამგეობას.“ Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |