შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
იერონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი![]()
ბიოგრაფიაიერონიმე არსენიშვილი დაიბადა სოფელ ოკრიბაში. მოღვაწეობდა ქალაქ ქუთაისში და გახლდათ ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი. ცოლად ჰყავდა ოლღა ფილიპეს ასული გორგიძე, რომლის ოჯახი ქუთაისში საკმაოდ შეძლებული ყოფილა. ოლღას მამა ხე-ტყის რამდენიმე გადამამუშავებელ საწარმოს ფლობდა და ქუთაისში მის საკუთრებაში იყო 8 საცხოვრებელი სახლი. რევოლუციის შემდეგ არსენიშვილების ოჯახის ბედი შეიცვალა. იერონიმე და ოლღა საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ და ბინა დაიდეს ვერაზე, ზანდუკელის N38-ში (ყოფილი ჯავახიშვილის ქუჩა). იერონიმესა და ოლღას ჰყავდათ ოთხი შვილი, სამი ვაჟი და ერთი გოგონა. ოთხივე შვილი თავის პროფესიაში წარმატებული და პროფესიონალი პიროვნებები იყვნენ. იერონიმე არსენიშვილი გარდაიცვალა თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |