The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თომა ბესარიონის ძე მეგრელიშვილი

თომა ბესარიონის ძე მეგრელიშვილი
Date of birth:1877  (147 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

   თომა მეგრელიშვილი დაიბადა 1877 წელს მღვდლის ოჯახში.

   1894 წელს დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელი 1900 წელს დაამთავრა. ამავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ქვემო ამაღლების ტაძარში დაინიშნა.

   1905 წელს ფარცხმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

   1914 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1916 წლიდან მამა თომა გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჩოხატაურის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1917 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის დროებითი მმართველობის წევრია და მონაწილეობდა პირველ საეკლესიო კრებაზე.

   1918 წელს ჩოხატაურის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება.

   1920 წელს, როგოც ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის დელეგატი მონაწილეობდა მეორე საეკლესიო კრებაზე. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 

   მამა თომას გარდაცვალების თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, 1920-იანი წლების ბოლოს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრი (1916-)

Bibliography


Share: