The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით სვიმონის ძე პავლიაშვილი

დავით სვიმონის ძე პავლიაშვილი
Other name:ნაპოლეონი
ავყია  (Pseudonym)
ანჩისხატელი  (Pseudonym)
პარდონ  (Pseudonym)
Date of birth:19 August, 1878
Date of death:May, 1925  (at 46 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Ethnologist, Educator, Journalist, Public Figure

Biography

    დავით პავლიაშვილი დაიბადა 1878 წელს თბილისში სასამრთლო მოხელისა და დიასახლისის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება  თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო და შემდეგ სწავლა გააგრძელა აქვე, სასულიერო სემინარიაში, რომელიც მე-4 კლასიდან მიატოვა, რადგან  მღვდლობა არ ისურვა და მასწავლებლად წავიდა ხევსურეთში.

   1899 წლიდან მონაწილეობდა თბილისის თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემაში: დაიწყო ეთნოგრაფიული წერილებით, შემდეგ კი უმთავრესად ქრონიკას, ახალ ამბებს, მხატვრული ოსტატობით შედგენილ განცხადებებს, საჭირბოროტო საკითხების შესახებ წერილებსა და სხვა მასალებს აქვეყნებდა.

   დავით პავლიაშვილი გარდაიცვალა 1925 წლის მაისის დასაწყისში და დაიკრძალა ნიკოლოზის სახელობის ვერის  სასაფლაოზე. ახლანდელი ვერის ბაღი (ყოფილი კიროვის ბაღი).

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

Bibliography


Share: