შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
დავით სვიმონის ძე პავლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადავით პავლიაშვილი დაიბადა 1878 წელს თბილისში სასამრთლო მოხელისა და დიასახლისის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო და შემდეგ სწავლა გააგრძელა აქვე, სასულიერო სემინარიაში, რომელიც მე-4 კლასიდან მიატოვა, რადგან მღვდლობა არ ისურვა და მასწავლებლად წავიდა ხევსურეთში. 1899 წლიდან მონაწილეობდა თბილისის თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემაში: დაიწყო ეთნოგრაფიული წერილებით, შემდეგ კი უმთავრესად ქრონიკას, ახალ ამბებს, მხატვრული ოსტატობით შედგენილ განცხადებებს, საჭირბოროტო საკითხების შესახებ წერილებსა და სხვა მასალებს აქვეყნებდა. დავით პავლიაშვილი გარდაიცვალა 1925 წლის მაისის დასაწყისში და დაიკრძალა ნიკოლოზის სახელობის ვერის სასაფლაოზე. ახლანდელი ვერის ბაღი (ყოფილი კიროვის ბაღი). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |